LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი მწუხარებით შევიტყვე მეწყერის შედეგად ბევრი ადამიანის გარდაცვალების და დაშავების შესახებ“ – რეჯეფ თაიფ ერდოღანი პრემიერ-მინისტრს და ქართველ ხალხს უსამძიმრებს

219
Untitled design

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების გამო მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

„დიდი მწუხარებით შევიტყვე საქართველოში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ბევრი ადამიანის გარდაცვალებისა და დაშავების შესახებ.

ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ თქვენს აღმატებულებას, მეგობარ და მეზობელ ქართველ ხალხსა და გარდაცვლილთა ახლობლებს“, – წერია რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის არსებული ბოლო ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში, სტიქიის შედეგად დაღუპული 24 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მათგან იდენტიფიცირებულია 20, ცხრა დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.

„სოფი იყო განათლებული, ძლიერი, მიზანდასახული, საოცრად მოტივირებული და წარმატებული ახალგაზრდა.. იყო ჩვენი დებატების ჩემპიონატის წარმატებული მონაწილე.. სოფი დიდი დანაკლისია მთელი საქართველოსთვის“ – საქართველოს მომავლის აკადემია შოვში დაღუპულ სოფო ყარალაშვილზე

„რაც შოვში მოხდა, არის ახალი, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მოვლენა, რომელსაც ძალიან დიდი კვლევა სჭირდება” – გეოფიზიკური საზოგადოების პრეზიდენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები