LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც შოვში მოხდა, არის ახალი, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მოვლენა, რომელსაც ძალიან დიდი კვლევა სჭირდება” – გეოფიზიკური საზოგადოების პრეზიდენტი

220
BeFunky-collage - 2023-08-11T232356.710

რაც შოვში მოხდა, არის ახალი, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მოვლენა, რომელსაც ძალიან დიდი კვლევა სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოების პრეზიდენტმა, თამაზ ჭელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„სამწუხაროდ, აქ ჩვენ უძლური ვართ, ამიტომ აქ არის მთელი ჯაჭვი. კოსმოსური მონიტორინგის ცენტრით შეიძლება ასეთი მოვლენების პროგნოზირება, რადგან კოსმოსიდან ჩანს ეს დნობები, გაწყლიანება. სპეციალური კოსმოსური სატელიტები არის, რომელიც ზედაპირულ ტენიანობას ზომავს.

ასეთი ადრეული შეტყობინების სისტემები მსოფლიოში უკვე საკმაოდ ბევრია გაკეთებული, ჩვენ ვთანამშრომლობთ ფრანგებთან, არის სტრასბურგში გეომორფოლოგიური საშიშროების ცენტრი.

თუ ცნობილია რომ არის საშიში არე, იქ აყენებენ სისტემას, ძალიან ძვირად ჯდება, ეს ათეულ ათასობით ევროა მეტი თუ არა. არის სპეციალური ადგილები, სადაც ცდიან ამ სისტემებს.

სხვათაშორის ნასაში არის, შეიძლება, ნასადან გადმოვიტანოთ 30 წუთის დაგვიანებით, არის კოსმოსური სისტემები, რომელიც ნებისმიერ კუთხეში, სადაც კი არის დაკვირვება თანამგზავრული, იქიდან მოგაწოდებენ მონაცემებს.

მე მაინც ვხედავ, რომ კოსმოსური დაკვირვება მაინც ერთადერთი საშუალებაა, რომელიც არის ოპერატიული, გაძლევს ტენიანობას, ნალექს და ზედაპირულ გაწყლიანებასაც“, – განაცხადა ჭელიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები