LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეკორდულად მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება მაინც იზრდება

83
v--sacobi-tbilisshimpg000012520

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში, საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1042,3 ათასი ტონა, რაც 37,5 ათასი ტონით, ანუ 3,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1004,8 ათასი ტონა) შედარებით და 49,7 ათასი ტონით, ანუ 5%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (992,6 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2021 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 537,5 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 43,8 ათასი ტონით ანუ 8,9%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 504,8 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 6,3 ათასი ტონით ანუ 1,2%-ით).

კატეგორიების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ნოემბრის  თვეების განმავლობაში, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი – 346,3 ათასი ტონა (64,4%);  A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი – 180,3 ათასი ტონა (33,5%);  A-98 სუპერი ტიპის ბენზინი – 10,9 ათასი ტონა (2,0%);

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან – 229 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 203 ათასი ტონა – 19,5%; აზერბაიჯანი – 194,5 ათასი ტონა – 18,7%; რუმინეთი – 178,1 ათასი ტონა – 17,1%;  ბულგარეთი – 159,6 ათასი ტონა – 15,3%; საბერძნეთი – 35,6 ათასი ტონა – 3,4% და სხვ.

„მიმდინარე წელს საწვავზე არსებული რეკორდულად მაღალი ფასების მიუხედავად, ფიქსირდება იმპორტისა და მოხმარების ზრდა, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და ზრდის პოზიტიურ პროცესთან. ასევე აღსანიშნავია, რომ დიზელის იმპორტის სტატისტიკა აჩვენებს დადებით ტენდენციას, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში აღურიცხავი პროდუქციის შემოდინების შემცირებასთან, რაც უკავშირდება ადმინისტრირების გამკაცრებას. ასევე აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში ბენზინის იმპორტის ყველაზე დიდი მომწოდებელი გახდა თურქმენეთი, საიდანაც შემოვიდა 156,2 ათასი ტონა ბენზინი, რაც მთელი ბენზინის საწვავის იმპორტის 29,1%-ს შეადგენს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თურქმენეთიდან იმპორტირებული მთელი ბენზინი მოდის A-91 რეგულარი ტიპის საწვავზე“, – აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g