LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეკორდული სიცხე 2025 წელსაც გაგრძელდება, რაც კლიმატის ცვლილებებს დააჩქარებს“ – მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია სიღრმისეულ ანგარიშს მარტში წარმოადგენს

105
გაერო

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად , სათბური აირების გამოყოფის დონე 2024 წელს რეკორდულად მზარდი იყო – ეს კი სამომავლოდ ტემპერატურის კიდევ უფრო მეტად გაზრდის წინაპირობას წარმოადგენს.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია საზოგადოებას აფრთხილებს, რომ წინა წლის მსგავსად რეკორდული სიცხე გაგრძელდება 2025 წელსაც, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს კლიმატის ცვლილებებს და გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს, თუ არ იქნა მიღებული გადაუდებელი ზომები „ადამიანთა იმ საქმიანობის“ შესაკავებლად, რაც კაცობრიობისთვის ამ მოსალოდნელი კატასტროფული შედეგების უკან დგას.

გაეროს მეტეოროლოგიური ორგანიზაცია სახელმწიფოებს მეტი საერთაშორისო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, რათა დროულად მოხდეს რეაგირება ექსტრემალური სიცხით გამოწვეულ მოსალოდნელ რისკებზე.

„გლობალურად ტემპერატურის ზრდასთან ერთად, ექსტრემალური სიცხის ინციდენტები უფრო ხშირი და უფრო მწვავე გახდება“, – აცხადებს „მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია“.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია სრულ, სიღრმისეულ ანგარიშს ტრადიციულად, მიმდინარე წლის მარტში წარმოადგენს.

ამერიკაში ფრინველის გრიპის ვირუსის მუტაციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – „ვირუსით მძიმედ დაავადებული პაციენტის ნიმუშის ანალიზმა მუტაცია განიცადა“

არქეოლოგთა უნიკალური აღმოჩენა – 2 200 წლის წინანდელი მუმიფიცირებული თავის ქალა გრძელი თმით – უძველესი ნეშტი უჩვეულო ფენომენით

magti 5g