რელეს საკითხი რჩება მთავარ კითხვად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავადგინოთ, რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების ნორმებმა, რომელიც იდო პროექტში და შემდგომ იყო განხორციელებული სამუშაოების დროს,– ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრისას განაცხადა. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ბასილაია განმარტავს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ გაკეთდება დასკვნები.
„დაველოდოთ გამოძიებას, უკვე როდესაც დასრულდება გამოძიება, შემდეგ უკვე შეიძლება გავაკეთოთ დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რას უნდა ემუშავა და რამ არ იმუშავა“,- განაცხადა ბასილაიამ.
„მარიტამ დაგვანახა, რომ სისტემა არ მუშაობს... არც გვიყვარს - რაც მთავარია, საზოგადოებაში მოთხოვნილებაც კი არ გვაქვს“ – რა პრევენციულ მექანიზმებზე საუბრობს იურისტი ლევან ალაფიშვილი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ
„ხვდებით რაზე მიდის მსჯელობა? - კონკრეტულად ვინ რა ჩართო... რა სახის ექსპერტიზა ჩატარდა, საერთოდ ყურადღების მიღმაა დატოვებული და რაღა თქმა უნდა, ეს ვიღაცას ასე აწყობს“ – განუცხადა „ფორტუნას“ ანალიტიკოსმა ლევან ალაფიშვილმა.
თბილისის მერის მოადგილე ასევე გამოეხმაურა შპს „ელ ემ სის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მათ მიერ წარდგენილ პროექტში, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები გარეთ იყო გატანილი და პროექტი შეცვლილია, რასაც ანდრია ბასილაია აღნიშნულ განცხადებას სიცრუე უწოდა.
„ეს არის სიცრუე! რა თქმა უნდა, სამუშაოები გაკეთდა ისე, როგორც იყო პროექტში, მეტსაც გეტყვით, თვითონ ავტორს ხელშეკრულებით ევალებოდა საავტორო ზედამხედველობა და ის ვალდებული იყო მონიტორინგი გაეწია პროექტისთვის. პროექტის მსვლელობისას რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა უშუალოდ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, ავტორს და შემსრულებელ კომპანიას შორის და არც ერთხელ არ დაფიქსირებულა რაიმე პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე არ კეთდება პროექტის მიხედვით“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
რაც შეეხება კითხვას, რატომ მიიღო მერიის სამსახურმა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გამოძიებით დადგინდა, რომ ყალბი იყო, ანდრია ბასილაიამ განმარტა, რომ მერიის თანამშრომელს ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა და ამ შემთხვევაში კითხვები თავად ამ დასკვნისკენ უნდა იყოს მიმართული.
„ეს კონკრეტული დასკვნა არის 500 გვერდზე მეტი, მოიცავს არა მხოლოდ ხარჯთაღრიცხვას, არამედ უამრავ ტექნიკურ დოკუმენტაციას, მათ შორის, მაღალი ძაბვის ტესტებს. ასევე მოიცავს სამ მნიშვნელოვან რამეს დასკვნით ნაწილში – ის ამბობს, რომ სამუშაოები განხორციელდა პროექტის მიხედვით, მეორე ის, რომ ხარჯთაღრიცხვა განხორციელდა პროექტის მიხედვით და მესამე, ის, რომ პროექტი განხორციელდა ყველა არსებული სტანდარტისა და ნორმის მიხედვით.
არც ერთ ეტაპზე ჩვენს თანამშრომელს არ ჰქონია რაიმე გონივრული ეჭვი, რომ რაიმეში შეეტანა ეჭვი და რაიმე საფუძველი ჰქონოდა, ყველაფერი იყო ცალსახად დადებითი. შესაბამისად, აქ პირდაპირ საექსპერტო დასკვნასთან მიდის კითხვები“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან 1 კვირის შემდეგ, რომელსაც 13 წლის მოზარდის, მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე შეეწირა, საზოგადოებამ მხოლოდ ის იცის, რომ ამჟამად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქმეზე 9 პირია დაკავებული.
ლაშა ფურცხვანიძე – არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი
მათგან ორი სწორედ იმ კომპანიის წარმომადგენელია, რომლის პასუხისმგებლობაშიც სავარაუდოდ, აღნიშნული შადრევნის უსაფრთხოების წესების დაცვა შედიოდა. ასევე, თანამდებობა დატოვა თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა გიგა გიგაშვილმა.