LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რემდესივირი უკვე საქართველოშია: ტიკარაძე

71
ekaterine-tikaradze-w-h

„ დღეს, საქართველოში არის უკვე რემდესივირი, რომელიც ბატონი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, კლინიკურ ჯგუფთან ერთად, იქნება გადანაწილებული იმ პაციენტებზე, რომლებზეც ჩაითვლება, რომ პრეპარატის გამოყენება იქნება ეფექტური და უსაფრთხო მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძემ ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა და თქვა, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების სტაბილიზაცია შეინიშნება:

„დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს ინფექციის გავრცელების სტაბილიზაცია და გვყავს 2 981 ინფიცირებული. ეს არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იმ შეზრუდვების ფონზე, რომელიც რომეიც მოქმედებს.
ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს 112-ზე დაფიქსირებული მიმდინარე შესასრულებელი ზარი იყო მხოლოდ 5.

საწოლფონდის მოცულობა დღეს გვაქვს 7 272, სადაც განთავსებულია 6 422 პაციენტი, 1 330 პაციენტი იმყოფება ჟანგაბადზე, 406 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში და გვაქვს 835 თავისუფალი ადგილი”, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც ტიკარაძემ თქვა, ხვალ, საქართველოს 5-დღიანი ვიზიტით მნიშვნელოვანი სტუმარი ეწვევა – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი ჰანს კლუგე, რომელთაც ერთადაც შეფასდება წინა პერიოდი და შეთანხმდება სამომავლო სტრატეგია. “მასთან ერთად ვიზიტის ფარგლებში საქართველოში იქნება ჩვენი თანამემამულე ნინო ბერძული, პროგრამების ხელმძღვანელი, რომელთანაც ასევე გაიმართება კონსულტაციები” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები