LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რენატა ბეგიაშვილის ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი მეუღლე სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა

250
353372777_252806490778860_8352664842508182445_n

მოდელის, რენატა ბეგიაშვილის ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი მეუღლე, შალვა იაშვილი სასამართლომ 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის დაცვის მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.

შეგახსენებთ, საგამოძიებო უწყების ცნობით, 22 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შალვა იაშვილმა მეუღლის, რენატა ბეგიაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რა დროსაც სახეზე მას დაზიანებები მიაყენა.

საქმის პროკურორის ალინა კუკავას განცხადებით, დაზარალებულმა ქალმა, გამოკითხვისას თქვა, რომ მის მიმართ მეუღლის მხრიდან არაერთი ძალადობა განხორციელდა. პროკურორის განმარტებით, საუბარია როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ ძალადობაზე.

სასამართლომ შალვა იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 აპრილს შეუფარდა.

„რენატა და ბავშვი ჩემთან ცხოვრობენ… მეგობრებისგან ვიცი, რომ მთელი დღე ერთად იყვნენ, ყველას დაულევია, შალვამ ფეხსაცმელი ესროლა“ – რას ამბობს რენატა ბეგიაშვილის მამა მომხდარზე

„რენატა ბეგიაშვილმა შალვა იაშვილს კისერზე დეკორაციული ჯაჭვი შემოახვია, ახრჩობდა – გარდა ამისა, ბეგიაშვილს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა“ – შალვა იაშვილის ადვოკატი

მოდელმა, რენატა ბეგიაშვილმა 24 აპრილს სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, რომელშიც ის საკუთარი შვილის მამას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მოდელმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მას სახეზე მძიმე დაზიანებები აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, ბეგიაშვილის ყოფილი მეუღლე კი 25 აპრილს დააკავეს.

„ვინც ფიქრობს, რომ თავი დავიზიანე, მაგიდა ვირტყი და თავი კედელს ვურტყი…“ – რას წერს რენატა ბეგიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები