LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რენატა ბეგიაშვილმა შალვა იაშვილს კისერზე დეკორაციული ჯაჭვი შემოახვია, ახრჩობდა – გარდა ამისა, ბეგიაშვილს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა“ – შალვა იაშვილის ადვოკატი

311
Untitled design (1)

რენატა ბეგიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული მეუღლის, შალვა იაშვილის ადვოკატი თეონა გვაზავა აცხადებს, რომ რენატა ბეგიაშვილს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

მისივე თქმით, რენატა ბეგიაშვილმა კონფლიქტის დღეს, შალვა იაშვილს კისერზე დეკორაციული ჯაჭვი შემოხვია და ახრჩობდა.

„ეს ბოლო წვეთია, ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის“ – ქარ­თვე­ლი მოდელი ფიზიკური ძალადობის შესახებ წერს: რას პასუხობს ბრალდებას მამაკაცი

პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

„ვინმე ამბობს, რომ შალვა იაშვილმა დაარტყა ბეგიაშვილს? პირიქით, ოთხივე ადამიანი ამბობს, რომ რენატა ბეგიაშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას შალვა იაშვილს… რენატა ბეგიაშვილმა შალვა იაშვილს დეკორაციული ჯაჭვი შემოხვია კისერზე, ახრჩობდა, შალვა იაშვილმა შეძლო და მოიშორა რენატა ბეგიაშვილი“, – განაცხადა სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა, თეონა გვაზავამ.

ადვოკატის თქმითვე, საგამოძიებო ორგანოების მიერ ამოღებულია დანა დაზიანებულ მდგომარეობაში, რომლის გამოყენებასაც რენატა ბეგიაშვილი შალვა იაშვილის მიმართ აპირებდა.

გვაზავას განმარტებით, რომ არა იქ მყოფი ოთხი ადამიანი, არავინ იცის, რა შედეგი დადგებოდა. გარდა ამისა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, შემაკავებელი ორდერი ჰქონდა თავად რენატა ბეგიაშვილს. მისივე თქმით, შალვა იაშვილი მოძალადე არ არის.

პროკურორი ალინა კუკავა კი ამბობს, რომ დაზარალებული ქალი, რენატა ბეგიაშვილი, რომელიც მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია, გამოიკითხა და თქვა, რომ მის მიმართ მეუღლის მხრიდან არაერთი ძალადობა განხორციელდა, საუბარია ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე.

ალინა კუკავას თქმით, ყველა გარემოებას, რომელიც სასამართლო დარბაზში გაჟღერდა ან სამომავლოდ გაჟღერდება, ბრალდების მხარე მტკიცებულებების საფუძველზე გადაამოწმებს და დადასტურების შემთხვევაში, მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულ შალვა იაშვილს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს.

„გამოკითხულია დაზარალებული, რომელიც მრავალგვერდიან ჩვენებას იძლევა იმის შესახებ, რომ თანაცხოვრების განმავლობაში ბრალდებული მის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებდა. შესაბამისად, ბრალდების მხარე სწორედ ამაზე აპელირებდა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, რომ მაღალი ინტენსივობით ბრალდებულის მხრიდან არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების და დანაშაულებრივი საქმიანობის საფრთხე. ამასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ სასამართლოს არგუმენტები წარუდგინა, რაც სრულად იქნა გაზიარებული. სწორედ ამიტომაც, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა“, – განაცხადა ალინა კუკავამ.

შეგახსენებთ, 24 აპრილს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მოქალაქემ გაავრცელა პოსტი, რომელშიც ის საკუთარი შვილის მამას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

რენატა ბეგიაშვილმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მას სახეზე მძიმე დაზიანებები აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

თავად კაცმა, ვის წინააღმდეგაც გამოძიება დაიწყო, თავდაპირველად ფეისბუკზევე უარყო ძალადობის შემთხვევა, შემდეგ კი ანგარიში წაშალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოდელ რენატა ბეგიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მის ქმარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პეტრე კოლხი: „ეს იმის ბრალია, სახარებასაც რომ უკუღმა ვხსნით და ქალებს ვაჯერებთ, „როგორ უნდა ეშინოდეს ქმრისა!..“

თეონა გვაზავას ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები