LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რენატო სანჩესი ოქროს ბიჭია

146

პორტუგალიელი რენატო სანჩესი Golden Boy-ის მფლობელი გახდა.
ეს ნიშნავს იმას, რომ მიუნხენის ”ბაიერნის” ნახევარმცველი ევროპაში 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.

19 წლის პორტუგალიელს ჯილდოს მონტე-კარლოში გადასცემენ. ამ პრიზის ორგანიზატორი იტალიური გაზეთი Tuttosport-ია.

გამარჯვებული ვლინდება წამყვანი ევროპული მედიის 30 ჟურნალისტის გამოკითხვის შედეგად. ჯილდოს მფლობელი 21 წელს ზემოთ არ უნდა იყოს.

სანჩესმა ”მანჩესტერის” ფორვარდ მარკუს რეშფორდს და თანაკლუბელ კინგსლი კომანს გაუსწრო.

პრეტენდენტთა რიცხვში იყვნენ: უსმან დემბელე (დორტმუნდი), ალენ ჰალილოვიჩი (ჰამბურგი), ლეროი სანე (სიტი), მარკო ასენსიო (რეალი), დელე ალი (ტოტენჰემი), კელეჩი იჰეანაჩო (სიტი), ალეკსანდრ გოლოვინი (ცსკა), ვიკტორ კოვალენკო (შახტარი) და სხვები.

გასულ წელს გამოკითხვის გამარჯვებული ”იუნაიტედის” შემტევი ანტონი მარსიალი გახდა, მანამდე კი Golden Boy მიუღიათ ისეთებს, როგორებიც არიან უეინ რუნი, მარიო ბალოტელი, სერხიო აგუერო, ისკო, პოლ პოგბა, მარიო გიოტცე, სესკ ფაბრეგასი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, ანდერსონი, ალეშანდრო პატო, რაჰიმ სტერლინგი და რა თქმა უნდა ლიონელ მესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g