LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მბაპე და 39 კანდიდატი: Golden Boy-ის ნომინანტები ცნობილია

106

გაზეთმა Tuttosport-მა ყოველწლიური ჯილდოს Golden Boy-ის 40 პრეტენდენტი გამოაქვეყნა.

ეს ჯილდო 21 წლამდე ასაკის ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს გადაეცემა.

ბუნებრივია სიაშია პსჟ-ს ფორვარდი და მსოფლიო ჩემპიონი კილიან მბაპე, რომელიც მთავარი ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ.

მის გარდა ნომინირებულები არიან: „ლივერპულის“ მცველი ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი, „მილანის“ თავდამსხმელი პატრიკ კუტრონე, „აიაქსელი“ მატიას დე ლიგტი, ფილ ფოდენი „სიტიდან“, დორტმუნდის „ბორუსიას“ წარმოადგენენ აშრაფ ჰაკიმი და კრისტიან პულიშიჩი, აქვეა მოიზე კინი „იუვენტუსიდან“ და ვინისიუს ჟუნიორი „რეალიდან“.

კანდიდატებს შორის მოხვდნენ პატრიკ კლუივერტისა და ჯორჯ ვეას შვილებიც.

1 ნოემბერს ჟიური ტოპ-20-ს იტყვის. დაჯილდოება დეკემბრის შუაწელს სპეციალურ ცერემონიაზე მოხდება.

2017 წელს Golden Boy-ის პრემია კილიან მბაპემ მოიგო.

საუკეთესოს ავლენს ევროპული მედია – Corriere dello Sport, Gazzetta dello Sport, Marca, L’Equipe, Bild, The Times, Blick, De Telegraaf, A Bola, Aftonbladet, SportDay.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები