კომპანია Renault-მა კონცეპტ-ქარი Kangoo Z.E. წარმოადგინა. სიახლე მომავალი თაობის სერიული ავტომობილის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად საუკეთესო მაგალითია. კროსოვერი ბაზარზე სავარაუდოდ 2020 წლიდან გამოვა.
Kangoo-ს დიზაინი ფრანგული ბრენდის საფირმო სტილშია შესრულებული. ავტომობილმა ახალი ფარები და მთელ ძარაზე დამაგრებული დიოდის განათება მიიღო.
ელექტროქარის ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. Kangoo-ს თანამედროვე ფურგონი 60 ძალის ელექტროძრავითაა აღჭურვილი და 33 კილოვატ-საათიან ელემენტთან ერთად მუშაობს. ავტომობილის სვლის მარაგი 270კმ-ს შეადგენს.
ახალი თაობის მოდელის აწყობა საფრანგეთში იგეგმება და მწარმოებელმა სამუშაოებისთვის მილიონობით ევრო გამოყო.