LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Renault-ის პირველი 100 კროსოვერი ზუსტად 3 საათში გაიყიდა

114
renaultnews19

Renault Arkana-ს კროსოვერი ბაზარზე გამოჩენის წამიდანვე ძალიან პოპულარული გახდა და რამდენიმე საათში 100 ეგზემპლარი გაიყიდა. ავტომობილის შეკვეთა მხოლოდ ონლაინ-შოურუმიდან, Edition One-ის მოდიფიკაცითაა შესაძლებელი. მომლოდინეთა სიაში კი უკვე 10 ათასზე მეტი ადამიანია ჩაწერილი.

„არკანას“ დებიუტი 23 მაისს შედგა. კროსოვერმა სრული განახლება მიიღო და მის აღჭურვილობაში – კლიმატ-კონტროლი, დიოდის ფარები, მულტიმედიური კომპლექსი, 360 გრადუსიანი ხედვა და „ბრმა ადგილების“ კონტროლის სისტემა შედის.

ყველგანმავალი მხოლოდ 150 ძალის ტურბო-ძრავითაა ხელმისაწვდომი და აგრეგატი 1,3 ლიტრის მოცულობისაა.

და ბოლოს, კროსოვერის ღირებულება 20 ათასი დოლარიდან იწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g