ახალი ფილმი ბრიჯიტ ჯონსზე მსოფლიო კინოეკრანებზე მალე გამოჩნდება. გადაღებების დასრულების შემდეგ რენე ზელვეგერმა, რომელიც ფილმში კვლავ მთავარ როლს ასრლებს, გადაწყვიტა, თავისუფალი დრო საკუთარი პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად გამოიყენოს, მსახიობი საყვარელ მამაკაცს, მუსიკოს დოილ ბრემჰოლს დაშორდა.
რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება 46 წლის რენემ, უცნობია. მისი ახლობლები ამტკიცებენ, რომ ზელვეგერი ფილმის გამოსვლის შემდეგ ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავს.
ბრემჰოლი ის ადამიანია, რომელიც მსახიობს ბრედლი კუპერთან დაშორების შემდეგ დეპრესიის დაძლევაში დაეხმარა. ტაბლოიდები მიიჩნევენ, რომ რენეს პოპულარობა ბრედლიმ საკუთარი კარიერის ასაწყობად გამოიყენა.
ზელვეგერს მძიმე დეპრესია დაეწყო და საბოლოოდ გადაწყვიტა, ბრემჰოლთან დაეწყო შეხვედრები. ახალმა გრძნობამ რენეს გარეგნობის შეცვლის სურვილი გაუჩინა და იმის მიუხედავად, რომ ქირურგების ჩარევას სასტიკად უარყოფს, მაყურებლის წინაშე სრულიად სხვა გარეგნობით გამოჩნდა. მისი ახალი იმიჯი თაყვანისმცემლებს არ მოეწონათ.
ახლა კი რენემ დოილთან დაშორებაც გადაწყვიტა. ტაბლოიდები ვარაუდობენ, რომ მის ცხოვრებაში უკვე სხვა მამაკაცი გამოჩნდა.
