LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რენე ზელვეგერი ბრიჯიტ ჯონსის როლის შესასრულებლად აღარ გასუქდება

93

რენე ზელვეგერი როლისთვის მსხვერპლის გაღებას აღარ აპირებს – ჰოლივუდის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ბრიჯიტ ჯონსის როლის შესასრულებლად წონაში არ მოიმატებს.

2001 წელს მთავარი როლისთვის ზელვეგერმა 15 კგ მოიმატა. მსახიობი ბევრ ტკბილეულს ჭამდა და ნაკლებს მოძრაობდა. გადაღების დასრულების შემდეგ ზედმეტი კილოგრამების მოსაკლებად მას ძალიან დიდი შრომა დასჭირდა. 46 წლის ვარსკვლავს საკუთარ სხეულზე ექსპერიმენტების ჩატარება აღარ სურს.

ბოლო პერიოდში რენე ზელვეგერმა საკმაო რაოდენობით კოსპეტიკური პროცედურა ჩაიტარა იმისთვის, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. მართალია, მსახიობი ამტკიცებს, რომ პლასტიკური ქირურგისთვის არ მიუმართავს, თუმცა მისი ცნობა თაყვანისცმლებს ძალიან გაუჭირდათ, იმდენად ჰქონდა სახე შეცვლილი.

ახალ „ბრიჯიტ ჯონსში“ აღარ ითამაშებს ჰიუ გრანტი, მას „გრეის ანატომიის“ ვარსკვლავი, პატრიკ დემფსი შეცვლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები