გუშინ „ბრიჯიტ ჯონსის“ შესახებ გადაღებული ახალი ფილმის პირველი თრეილერი გავრცელდა. „ბრიჯიტ ჯონსის ბავშვი“ ასე ქვია ფილმს, სადაც მთავარ როლებს კვლავ რენე ზელვეგერი დ კოლინ ფერტი ასრულებენ. გადამღებ ჯგუფს წელს შეუერთდა „გრეის ანატომიის ვარსკვლავი“, პატრიკ დემპსიც. სწორედ ახალი ფილმიდან გაიგებს მაყურებელი, როგორ განვითარდა მთავარი გმირისა და მისტერ დარსის ურთიერთობა.
ფილმის პრემიერამდე, რომელიც 16 სექტემბერს დაგეგმეს, ელენ დეჯენერესი შეეცადა უფრო მეტი გაეგო ფილმზე რენე ზელვეგერისგან. მსახიობი პირველად სტუმრობდა ელენის პოპულარულ შოუს. სწორედ ელენის შოუში შედგა ახალი ფილმის პირველი თრეილერის ჩვენებაც. ზელვეგერი ძალიან ნერვიულობდა, რადგან როგორც თავად თქვა, ელენის დიდი თაყვანისმცემელია. მსახიობმა წამყავნს ოჯახისგან მოკითხვაც გადასცა და მას ბრილიანტი უწოდა. რაც ეხება ფილმს, ზელვეგერმა დაადასტურა, რომ ბრიჯიტ ჯონსს ახალ ფილმში ბავშვი ეყოლება, თუმცა ვინაა ბავშვის მამა, ეს უცნობია. თრეილერი ზელვეგერის გმირის ქორწილის სცენით იწყება, თუმცა ვის მიყვება მსახიობი, ესეც საიდუმლოდ დატოვეს.