რეპერის – Tyga კონცერტი, რომელიც თბილისში 24 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გადაიდო. როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ,,კონცერტი გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო”.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში ჰიპ-ჰოპ არტისტის ჩანიშნულ პერფორმანსთან დაკავშირებით, მის ოფიციალურ ვებგვერდზეც დასტურდებოდა.
ამ ეტაპზე, კონცერტის ჩატარების ახალი თარიღი უცნობია.