LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რექტორის გადადგომის მოთხოვნით ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა შიმშილობა დაიწყეს

84
Untitled design (1)

“დატოვოს თანამდებობა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა” – ამ მოთხოვნით უნივერსიტეტის სტუდენტებმა შიმშილობა დაიწყეს.

სტუდენტები ამბობენ, რომ რექტორ დავით გურგენიძეს კრიმინალური წარსული აქვს და ის უნდა გადადგეს.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება.

“მიზეზი არის ის, რომ ადამიანს, რომელიც მძიმე დანაშაულისთვის არაერთხელ არის ნასამართლევია, არ აქვს არანაირი მორალური უფლება, იყოს უნივერსიტეტის რექტორი.

ადამიანი, რომელიც არის ნასამართლევი თაღლითობის, გატაცების ბრალდებით, არანაირი უფლება არ აქვს ამ თანამდებობას იკავებდეს. მივმართეთ პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილს და ვიშიმშილებთ ვიდრე ეს ადამიანი არ დატოვებს თანამდებობას” – განაცხადა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ ლუკა თევზაძემ.

უნივერსიტეტთან ასევე იმყოფებიან აქტივისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს კომპანია “ენკასთან” ხელშეკრულება აქვს დადებული, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს პრაქტიკებზე აგზავნის.

შეგახსენებთ, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი რექტორის გადადგომის მოთხოვნით უკვე დიდი ხანია გრძელდება.

რექტორი რამდენჯერმეა ნასამართლევი და სასჯელი რუსეთის ციხეში მოიხადა, CV-ში კი უწერია, რომ ამ დროს მუშაობდა – აქცია ტექნიკურ უნივერსიტეტთან

“არა კრიმინალ რექტორს” – ამ ლოზუნგით უნივერსიტეტთან აქცია გაიმართა 6 აპრილსაც, გადადგომის მთავარ მიზეზად კი აქციის მონაწილეები რექტორის მიერ CV-ის გაყალბებას ასახელებდნენ. მათივე განცხადებით, დავით გურგენიძე რამდენჯერმე არის ნასამართლევი და სასჯელი რუსეთის ციხეშიც კი მოიხადა, თუმცა, CV-ში უწერია, რომ ამ დროს მუშაობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g