LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

146
34

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსი თეა თავართქილაძე აცხადებს, რომ კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული 39 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის არის მძიმე. თავართქილაძის განცხადებით, კლინიკაში სულ 63 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 39 ინფიცირებულია, ერთი კი გამოჯანმრთელდა და უკვე გაეწერა. მისივე ინფორმაციით, კლინიკას დღეს ახალი პაციენტები არ დამატებია.

„ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში მოთავსებულია 63 პაციენტი, საიდანაც 39 არის კოვიდინფიცირებული. გვყავდა 40 დაინფიცირებული პაციენტი, ერთი გამოჯანმრთელდა. ასევე, გაგზავნილია რეტესტირებაზე ერთი პაციენტის ტესტი და პასუხს ველოდებით. 39 ინფიცირებული პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა და საყურადღებო, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია. მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ იმყოფება. ახალი პაციენტი არ გვყავს. ველოდებით 13 ტესტის პასუხს სტაციონარიდან და 9 ტესტის პასუხს საკარანტინე ზონებიდან“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g