რესტორან „ვეფხი და მოყმეს“ ახალი ღია სივრცე -ტერასები დაემატა, რომელიც პირველი ღონისძიებისთვის ემზადება.
როგორც „ვეფხი და მოყმეს“ მენეჯმენტში აცხადებენ, 16 ივლისს, 21:00 საათზე ტერასები ზუკა ხუციშვილისა და მისი ბენდის საღამოს უმასპინძლებს. „გელოდებით, თბილისურ, ქალაქურ მეგობრულ საღამოზე. მაგიდები არა არის ლიმიტირებული“, – აცხადებენ „ვეფხი და მოყმეში“.
აღსანიშნავია, რომ „ვეფხი და მოყმე“ ნებისმიერ სიტუაციასა და ღონისძიებას ერგება. რესტორანი სულ 4 სართულისგან შედგება და ყოველ სართულზე მომხმარებელს განსხვავებულ გარემოსა და კერძებს სთავაზობენ. მეორე სართულზე ე.წ. სახინკლის სივრცეა, მესამე სართულზე მოწყობილია ევროპული დარბაზი, მეოთხეზე კი ლაუნჯ-ბარი. ბოლო ორ სართულს აქვს ტერასები, რომლებიდანაც ძველი თბილისის იდეალური ხედი იშლება. ამჟამად კი რესტორანს ღია სივრცეც დაემატა.
ცნობისთვის, რესტორანი ”ვეფხი და მოყმე” მარშალ გელოვანის 3/3- ში (გაგარინის აღმართი) მდებარეობს. ფასები, კი როგორც რესტორანში აცხადებენ, სავსებით ხელმისაწვდომია.