LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Reuters: „ფედერალური გრანტების შეწყვეტის შემდეგ, „რადიო თავისუფლება“ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის“

110
„რადიო თავისუფლება“

„ფედერალური გრანტების შეწყვეტის შემდეგ, „რადიო თავისუფლება“ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის“, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, „რადიო თავისუფლებამ“ ფედერალური გრანტების შეწყვეტის გამო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის, კერძოდ, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) ოფიციალური პირების, კერი ლეიკისა და ვიქტორ მორალესის წინააღმდეგ სარჩელი ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა.

„ამერიკის ხმის“ დირექტორი: 83 წლის შემდეგ პირველად, ლეგენდარული „ამერიკის ხმა“ დაადუმეს

„საჩივარი ამტკიცებს, რომ კონგრესის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ გამოყოფილი თანხების გაცემის უარყოფა ფედერალურ კანონებს არღვევს, მათ შორის, აშშ-ს კონსტიტუციას, რომელიც კონგრესს ფედერალურ ხარჯებზე ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ანიჭებს“. – აცხადებს „რადიო თავისუფლება“.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) „რადიო თავისუფლებას“ გრანტები შეუწყვიტა და „ამერიკის ხმის“ 1300-ზე მეტი თანამშრომელი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g