„როიტერსის“ ინფორმაციით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა უკრაინის მოთხოვნას საბრძოლო ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით, უარით უპასუხა.
მისი თქმით, ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ მიუწოდებია დასავლური წარმოების ქვეითი საბრძოლო მანქანები ან ძირითადი საბრძოლო ტანკები.
„ჩვენ შევთანხმდით ჩვენს პარტნიორებთან, რომ გერმანია ცალმხრივად არ განახორციელებს ასეთ ქმედებებს.“– განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
პესკოვი: „სამხედრო ოპერაცია“ გაგრძელდება მანამ, სანამ დასახულ მიზანს არ მივაღწევთ