LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Reuters: საბერძნეთში, ტყის ხანძრის ზონაში 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს

139
Untitled design

საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან. Reuters-ის ინფორმაციით, დღეს, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ხანძრის ზონაში 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

როგორც ქვეყნის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, დამწვარი ცხედრები, შესაძლოა, მიგრანტებს ეკუთვნოდეთ.

გარდაცვლილი ადამიანები სოფელ ავანტასის სამხრეთით ნახეს.

„იმის გათვალისწინებით, რომ მიმდებარე ტერიტორიებიდან გაუჩინარებულების და უგზო-უკვლოდ დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა, შესაძლებელია, ისინი ქვეყანაში არალეგალურად შემოსული ადამიანები იყვნენ“, – აცხადებენ უწყებასი.

როგორც მედიასაშუალება წერს, საბერძნეთის ადმინისტრაციული მხარე – ევროსის რეგიონი პოპულარული მარშრუტია მიგრანტებისთვის, რომლებიც კვეთენ აღნიშნულ გზას თურქეთიდან საბერძნეთისკენ.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა, საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან. გარკვეული რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g