LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Reuters – შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში არჩევნების ჩატარება სურს

139
კიტ კალოგე

შეერთებულ შტატებს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება, პოტენციურად წლის ბოლომდე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეძლებს რუსეთთან ზავის შეთანხმებას უახლოეს თვეებში. ამის შესახებ ღეუტერს-ს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელზე უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგზე დაყრდნობით  წერს.

მისი თქმით, უკრაინის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც შეჩერებულია რუსეთთან ომის დროს, უნდა ჩატარდეს.

„დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობას აქვს არჩევნები ომის დროს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ასე მოიქცნენ. ვფიქრობ, ეს კარგია დემოკრატიისთვის. ეს არის მყარი დემოკრატიის მშვენება“, – აღნიშნა კიტ კელოგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g