LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რევაზ ბოჭორიშვილი: “სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დგომ კო­ვი­დი­ა­ნი დე­დის კლი­ნი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის რის­კი 13-ჯერ იზ­რდე­ბა, კო­ვი­დი არ უნდა შეხ­ვდეს ორ­სულს და კო­ვი­დის დამ­ძი­მე­ბის გამო, სა­კე­ის­რომ­დე არ უნდა მი­ვი­დეს საქ­მე”

104
a1610887871

საფ­რან­გეთ­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი, რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი კო­რონავირუსით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ორ­სუ­ლე­ბის­თვის სა­კე­ის­რო კვე­თის რის­კებ­ზე სა­უბ­რობს.

როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დგომ კო­ვი­დი­ა­ნი დე­დის კლი­ნი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის რის­კი 13-ჯერ იზ­რდე­ბა.

“დღეს მე­გობ­რის გვერ­დზე ამო­ვი­კი­თხე, კი­დევ ერთი კო­ვი­დით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ორ­სუ­ლი გარ­დაც­ვლი­ლა, სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დგომ. არა­ნა­ი­რად არ ვა­პი­რებ კონ­კრე­ტუ­ლი ტრა­გე­დი­ის გან­ხილ­ვას. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე, დღე­ი­სათ­ვის უკვე კარ­გად ცნო­ბილ ფაქტს მო­ვიყ­ვან.

დღეს უკვე ბევ­რი კვლე­ვა ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ კო­ვი­დით და­ა­ვა­დე­ბულ ორ­სუ­ლებ­ში უფრო მეტი გარ­თუ­ლე­ბა (დე­ტა­ლუ­რად არ ჩა­მოვ­თვლი) ვი­თარ­დე­ბა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბაც ბევ­რად უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე ორ­სუ­ლებ­ში, რო­მელ­თაც კო­ვი­დი არ ჰქო­ნი­ათ. სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა, 18 ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, აჩ­ვე­ნებს რომ დე­დის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა იზ­რდე­ბა 22-ჯერ! ეს კვლე­ვა იმი­თაც არის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ ნა­ნა­ხია კო­რე­ლა­ცია ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე­სა და გარ­თუ­ლე­ბებს შო­რის. და­ბა­ლი და სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის ქვეყ­ნებ­ში უფრო ხში­რია გარ­თუ­ლე­ბე­ბი კო­ვი­დი­ან ორ­სუ­ლებ­ში.

https://jamanetwork.com/…/jamapedia…/fullarticle/2779182

თა­ვად სა­კე­ის­რო კვე­თა უფრო სა­რის­კოა კო­ვი­დი­ან ორ­სუ­ლებ­ში. ეს­პა­ნუ­რი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დგომ კო­ვი­დი­ა­ნი დე­დის კლი­ნი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის რის­კი იზ­რდე­ბა 13-ჯერ, კო­ვი­დის გა­რე­შე სა­კე­ის­როს­თან შე­და­რე­ბით. სტა­ტია 2020 წლის ივ­ნი­სით თა­რიღ­დე­ბა, ანუ 1 წე­ლი­წად­ზე მე­ტია ეს ცნო­ბი­ლია და სხვა კვლე­ვე­ბიც, უფრო ახა­ლი, ამას ადას­ტუ­რებს.

https://jamanetwork.com/journals/jama/fullarticle/2767206

დიდი ამე­რი­კუ­ლი კვლე­ვა, რო­მე­ლიც არა სა­კე­ის­როს, არა­მედ ზო­გად ქი­რურ­გი­ულ ოპე­რა­ცი­ებს ეხე­ბა, ას­კვნის, რომ კო­ვი­დით და­ა­ვა­დე­ბის ფონ­ზე ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის შემ­თხვე­ვა­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა იზ­რდე­ბა 2-ჯერ.

https://jamanetwork.com/…/jamanetwo…/fullarticle/2778455

სხვა კვლე­ვე­ბიც მსგავს შე­დე­გებს აჩ­ვე­ნებს და დღეს აღი­ა­რე­ბუ­ლია, რომ რე­ა­ლუ­რად გა­და­უ­დე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის გარ­და, კო­ვი­დის ფონ­ზე ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია არ უნდა ჩა­ტარ­დეს. და რის­კე­ბი იმ­დე­ნად სა­ო­პე­რა­ცი­ოს გუნ­დის­თვის კი არ არ­სე­ბობს, არა­მედ თა­ვად პა­ცი­ენ­ტი­სათ­ვის.

და ესაა დიდი პრობ­ლე­მა სა­კე­ის­როს შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვაა. ხან­მოკ­ლე და ნაკ­ლე­ბად ტრავ­მუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც ქი­რურ­გი­აა. ხოლო კო­ვი­დით თუ კო­ვი­დის გა­რე­შე, არ­სე­ბობს სა­კე­ის­რო კვე­თის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჩვე­ნე­ბე­ბი, სა­მე­ა­ნო, რომ­ლე­ბიც კო­ვიდ­თან ერ­თად არ გამ­ქრა­ლა, პი­რი­ქით, გა­ი­ზარ­და კო­ვი­დის გამო.

დე­დის კო­ვი­დის დამ­ძი­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ნა­ყო­ფის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­კე­ის­რო შე­იძ­ლე­ბა ერ­თად ერთი გა­მო­სა­ვა­ლი გახ­დეს. ეს სრუ­ლი­ად ახა­ლი რე­ა­ლო­ბაა. ამი­ტომ, არა­ნა­ი­რად არ ვა­პი­რებ გარ­ჩე­ვას, გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო თუ არა სა­კე­ის­რო. არც კონ­კრე­ტუ­ლი დე­ტა­ლე­ბი ვიცი და არც ამ სივ­რცე­შია ეს გა­სარ­ჩე­ვი. ის კი ვიცი, რომ უმი­ზე­ზოდ სა­კე­ის­როს არ გა­ა­კე­თებ­დნენ.

უკვე გროვ­დე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი აც­რი­ლი ორ­სუ­ლე­ბის კო­ვი­დით და­ა­ვა­დე­ბის სტა­ტის­ტი­კა­ზე. სულ ორი­ო­დე კვი­რის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვა მე­ი­ოს კლი­ნი­კი­დან (აშშ-ს ერთ ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კლი­ნი­კა) ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს აც­რის დამ­ცველ როლს. აც­რილ ორ­სუ­ლებ­ში კო­ვი­დით და­ა­ვად­და 1,4%, აუც­რე­ლებ­ში კი 11,3%

https://www.ajogmfm.org/…/S2589-9333(21)00162-2/fulltext

რა დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა ამ ფაქ­ტე­ბის და არა ვა­რა­უ­დე­ბი­სა თუ ჰი­პო­თე­ზე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე? კო­ვი­დი არ უნდა შეხ­ვდეს ორ­სულს და კო­ვი­დის დამ­ძი­მე­ბის გამო, სა­კე­ის­რომ­დე არ უნდა მი­ვი­დეს საქ­მე. გა­დამ­წყვე­ტია ორ­სუ­ლე­ბის დაც­ვა კო­ვი­დის­გან და ეს დღეს ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის პი­რუთ­ვნელ შეს­რუ­ლე­ბას­თან ერ­თად ვაქ­ცი­ნა­ცი­ით შე­იძ­ლე­ბა. ორი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ მე­ო­რე გან­სა­კუთ­რე­ბით. (იხი­ლეთ ბოლო კვლე­ვა). ორ­სუ­ლე­ბის არ აც­რის­კენ მო­წო­დე­ბე­ბი არა­ნა­ი­რად არ არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი, არც მეც­ნი­ე­რუ­ლად და არც ეთი­კუ­რად”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები