LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სამაშველო ვერტმფრენი ღამით რომ არ დაფრინავს, ეს თურმე ნორმაა, გაგებით უნდა მოვეკიდოთ, გავჩუმდეთ და თანამედროვეზე, ისეთ სტანდარტებზე, როგორიც განვითარებულ ქვეყნებშია, პრეტენზია არ უნდა გვქონდეს“ – რა კადრებს ავრცელებს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი

867
363869263_6356142164498265_3727895952032359778_n

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი  პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებებს, თუ რატომ არ ჩაერთო შოვში მომხდარი სტიქიის ღამეს სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი.

თავდაცვის მინისტრი: „ვერტმფრენებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია – მეტი გვეყოლებოდა, თუ არა“ 

რევაზ ბოჭორიშვილი პარალელს საფრანგეთში არსებულ ვითარებასთან ავლებს და ვიდეოს აქვეყნებს:

„ტელეფონში ვეძებდი რაღაც ფოტოებს. წავაწყდი ამ ვიდეოს. სამაშველო ვერტმფრენი ღამით ( დიახ, ღამით) ჯდება ჩვენი რეგიონალური ჰოსპიტალის სახურავზე, სულ რაღაც რამდენიმე ათეული კვადრატული მეტრის ფართობის დასაჯდომ მოედანზე. ჩვეული ამბავია ეს დღისით, ღამით, ცუდ ამინდში, 24 საათის განმავლობაში რამდენჯერმე ზოგჯერ… ასეა 300 000-იანი მოსახლეობის ზომის ქალაქში და ასეა მთლიანად საფრანგეთის ტერიტორიაზე, სხვაგანაც.

ერთ-ერთი უმძიმესი შედეგი ბოლო ათი წლისა ყველაფერ უვარგისთან, გაფუჭებულთან, მიუღებელთან, ჩამორჩენილთან, მოშლილთან შეგუება და ამათ მიერ დაწესებულ უმდაბიოეს სტანდარტებსა და წესებთან დაძალებული შეჩვევაა.

სამაშველო ვერტმფრენი ღამით რომ არ დაფრინავს, ეს თურმე ნორმაა, გაგებით უნდა მოვეკიდოთ, გავჩუმდეთ და, ზოგადად, უკეთესზე, თანამედროვეზე, ისეთ სტანდარტებზე, როგორიც განვითარებულ ქვეყნებშია, პრეტენზია არ უნდა გვქონდეს. მე პირადად გაჩუმებას და შეგუებას არ ვაპირებ“, – წერს რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ტელეფონში ვეძებდი რაღაც ფოტოებს. წავაწყდი ამ ვიდეოს. სამაშველო ვერტმფრენი ღამით ( დიახ, ღამით) ჯდება ჩვენი რეგიონალური ჰოსპიტალის სახურავზე, სულ რაღაც რამოდენიმე ათეული კვადრატული მეტრის ფართობის დასაჯდომ მოედანზე. ჩვეული ამბავია ეს დღისით, ღამით, ცუდ ამინდში, 24 საათის განმავლობაში რამდენჯერმე ზოგჯერ… ასეა 300 000 იანი მოსახლეობის ზომის ქალაქში და ასეა მთლიანად საფრანგეთის ტერიტორიაზე, სხვაგანაც.

ერთ ერთი უმძიმესი შედეგი ბოლო ათი წლისა ყველაფერ უვარგისთან, გაფუჭებულთან, მიუღებელთან, ჩამორჩენილთან, მოშლილთან შეგუება და ამათ მიერ დაწესებულ უმდაბიოეს სტანდარტებსა და წესებთან დაძალებული შეჩვევაა.

სამაშველო ვერტმფრენი ღამით რომ არ დაფრინავს ეს თურმე ნორმაა, გაგებით უნდა მოვეკიდოთ, გავჩუმდეთ და ზოგადად უკეთესზე, თანამედროვეზე, ისეთ სტანდარტებზე როგორიც განვითარებულ ქვეყნებშია პრეტენზია არ უნდა გვქონდეს.

მე პირადად გაჩუმებასა და შეგუებას არ ვაპირებ.

Posted by Revaz Botchorishvili on კვირა, 06 აგვისტო, 2023

 

პაპუაშვილი: „შოვში ვერტმფრენი 3 საათის დაგვიანებით კი არა, 3 საათში მივიდა.. 1 საათი ფრენას უნდა, შეტყობინების შემდეგ გადამოწმება სჭირდება, რა ტექნიკაა საჭირო, ამის შემდეგ, ტექნიკის მოსამზადებელი პერიოდია, მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე“

„ღამის ვერტმფრენი როგორ უშველიდა ამ სიტუაციას?… შესაბამისმა სამსახურებმა ვერ დაინახეს საჭიროება, რომ ვინმესთვის დახმარება გვეთხოვა“ – ოთარ შამუგია

თქვან, რა კონკრეტული ღონისძიება იყო, რამაც დროში დაიგვიანა და რამაც ტრაგიკული შედეგი გამოიწვია – მიხეილ სარჯველაძე

„თუ პირველ ღამეს არ იყო საჭირო დამატებითი დახმარება და ღამით მომუშავე ტექნიკა, საფრენი აპარატი თუ ვერტმფრენი შოვში, რატომ მუშაობდა ტექნიკა მე-2 და მე-3 ღამეს?“ – ანა არგანაშვილი

„ვერტმფრენების შესყიდვის პროცედურები დაწყებულია, მომწოდებელთან აქტიური კომუნიკაციით გადაწყდა, რომ წლის ბოლოს მოხდეს ერთი ახალი ვერტმფრენის მოწოდება” – მღებრიშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები