LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: „შოვში ვერტმფრენი 3 საათის დაგვიანებით კი არა, 3 საათში მივიდა.. 1 საათი ფრენას უნდა, შეტყობინების შემდეგ გადამოწმება სჭირდება, რა ტექნიკაა საჭირო, ამის შემდეგ, ტექნიკის მოსამზადებელი პერიოდია, მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე“

250
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის,შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შოვში მომხდარი სტიქიის შემდეგ, ადგილზე „ვერტმფრენი 3 საათის დაგვიანებით კი არ მივიდა, 3 საათში მივიდა“.

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა 

შალვა პაპუაშვილის თქმით, სამაშველო სამსახურების მხრიდან დასახული ყველა ამოცანა შესრულდა:

„ვერტმფრენი იყო იქ, 3 საათის დაგვიანებით კი არ მივიდა, 3 საათში მივიდა ვერტმფრენი, 1 საათი უნდა ფრენას, შეტყობინების შემდეგ სჭირდება გადამოწმება, რა ტექნიკაა საჭირო, ამის შემდეგ, ტექნიკის მოსამზადებელი პერიოდია, მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე, მას სჭირდება მომზადების პერიოდი, ზუსტად ამ პერიოდით, სულ რაღაც, 3 საათში იყო ვერტმფრენი იქ..

მას შემდეგ, რაც დევდორაკის მყინვარზე იყო ბუნებრივი კატასტროფა, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ამ სისტემით დაიფაროს მთლიანად საქართველო. 200-მდე სხვადასხვა ასეთი სახის მოწყობილობა იქნა შეძენილი და ის მონტაჟდება საჭიროების განსაზღვრის მიხედვით, დღეს, ეს დარიალის ხეობაში, თბილისში – ვერეს ხეობაშია დამონტაჟებული და ეტაპობრივად მიდის, შეიძლება, 3 წელი არ ეყოს მთლიანად დაფარვას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს არის ნაწილი პოლიტიკისა, რომელიც ჩვენს მთავრობას აქვს. 200 ასეთი მოწყობილობა უკვე შეძენილია და მისი დამონტაჟება მიდის, რასაც გარკვეული დრო სჭირდება, გარდა ამისა, სარადარო სისტემა, რომელიც მთლიანად მოშლილი იყო, აღდგენილია, 2 რადარია დაყენებული, რომელიც ფარავს საქართველოს და იძლევა ინფორმაციას ამინდთან და სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენებთან დაკავშირებით. გასაგებია, რომ სურვილი იყო, 2-3 წელიწადში ყოფილიყო ეს ყველაფერი, მაგრამ დრო სჭირდება, ვინაიდან ეს ტექნიკურად რთული საკითხებია. ამას გარდა, მნიშვნელოვანია არა სპონტანურად მონტაჟი სხვადასხვა ადგილას, არამედ, საჭიროებს მიხედვით მონტაჟი და პრიორიტეტების განსაზღვრა“, – თქვა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 19 ადამიანია დაღუპული. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მუშაობა გაგრძელდებოდა ღამის განმავლობაში. ამ დრომდე ეძებენ 17 ადამიანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები