LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რევაზ ბოჭორიშვილი ვაქცინაციის ჩაწყობაზე: “რა მოხდა, ჯიგრულ ქართულ პონტში მოსულაო, ვინ განაცხადა საჯაროდ ცოტა ხნის წინ აშკარა კანონდარღვევასთან დაკავშირებით?”

453
rezobocjorishvili202126

 საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში იმ ცნობილი ფაქტის შესახებ წერს, რაც ახლახან ესპანეთში მოხდა. კერძოდ, გენშტაბის უფროსი გადადგა იმის გამო, რომ ურიგოდ მიიღო აცრა. ქართველი ექიმი წერს, რომ საქართველოშ ამგვარი ინფორმაციის დაჯერება ბევრს უჭირს, რადგან ფიქრობენ, რომ “ჯიგრულ ქართულ პონტში მოსულა…” ექიმი ასევე საუბრობს ცნობილ საოპერო მომღერალ, ანიტა რაჭველიშვილზეც.

რევაზ ბოჭორიშვილი წერს:

“ესპანეთში ვაქცინაციასთან დაკავშირებული სკანდალია. გენშტაბის უფროსი გადადგა. ვინაიდან მაღალჩინოსანმა სამხედროებმა ურიგოდ, ისე რომ არ ეკუთვნოდათ აიცრეს თავი.

საქართველოში ბევრს უჭირს მსგავსი ინფორმაციის გაგება და დაჯერებაც კი. არაა გასაკვირი, თავად სახელმწიფო არ ნერგავს მსგავს მენტალიტეტს? რა მოხდა, ჯიგრულ ქართულ პონტში მოსულაო, ვინ განაცხადა საჯაროდ ცოტა ხნის წინ აშკარა კანონდარღვევასთან დაკავშირებით?

სრულიად ამაზრზენი კომენტარები ვნახე ანიტა რაჭველიშვილის სტატუსზე, რატომ არ აიცრა თავად, ჩვენ რომ მოგვიწოდებსო… ვიცი, რომ ბევრი უბრალოდ, ვერ გაიაზრებს იმას, რაც გარკვევით დაწერა ანიტამ სხვა პოსტში, არ ეკუთვნოდა ვაქცინა  და თავის რიგს ელოდება.

ვიღაც ვაი ჟურნალისტებმა საერთოდ მწვერვალები დაიპყრეს, ნიუსები გამოაცხვეს, თითქოს ანიტა ვაქცინაციის წინააღმდეგია… ლინკებს არ დავდებ, ტირაჟირება რომ არ გავუწიო…

ბევრ ქვეყანაში ექიმებით დაიწყეს კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაცია, საფრანგეთში ჯერ 50-ს გადაცილებული ექიმებით. სულ ცოტა ხნის წინ პენსიაზე გასულ ექიმებს არ ეკუთვნის და მორჩა. სხვა კატეგორიაა, მათ მერე მოუწევს რიგი. ერთ ჩვენს ყოფილ უფროსს, პროფესორს ველაპარაკე ახლახან,  ელოდება თავის რიგს, როცა მოუწევს, მოუწევს. აზრადაც არ მოუვა, ვიღაცას ეხვეწოს, ურიგოდ გაუკეთონ.

“ჩაწყობა“, ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ლამის გენში გამჯდარი ბინძური ჩვევა.

ვერ ვიტანდი და ვერ ვიტან. საბჭოთა/ ქართული წარსულის გამო ვერ გავექცეოდი ვერც მე. სწორედ ამიტომ ვიცი, რამდენად დამამცირებელი ქმედებაა… ჩემთვის ასეა.

სანამ ამ “ჩაწყობის“ გენის სასიკვდილო მუტაცია, ან ყველა მეთოდით მოსპობა არ მოხდება, ცივილიზაციამდე ისევ შორს ვიქნებით”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები