LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზი არველაძე – თუ გეგა გობეჯიშვილს არ გამოუშვებენ, არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ

264

თუ გეგა გობეჯიშვილს არ გამოუშვებენ, არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, რეზი არველაძე ფეისბუქის გვერდზე წერს.

“გეგა გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, დიღომში, ქალაქის სამმართველოში (ესე გვეუბნებიან). ველოდებით გონივრულ გადაწყვეტილებას – მის გამოშვებას. თუ ეს არ მოხდა და მალე არ მოხდა, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიდგები ბოლომდე. არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას მის გამოშვებამდე და მხოლოდ მისი გამოშვების შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ისევ და ისევ, მოვუწოდებ ყველა დელეგატს გამოხატონ პოზიცია და დაგვიდგნენ გვერდით!!”, – წერს არველაძე, რომელიც ამ დროისთვის სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში იმყოფება, თუმცა მას ჟურნალისტებთან ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ფეისბუქის გვერდზე მან ეს განცხადება წუხელ გამოაქვეყნა.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის განცხადებით, ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული რეზი არველაძის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ამ დრომდე დაკავებულია ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, დღევანდელ ყრილობას ვერ დაესწრება.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g