LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეზო და ბავშვები“ ახალ სიმღერაზე „ყურსასმენები“ კლიპს იღებენ

1114
rezo-da-bavshvebi-yursasmenebi

„რეზო და ბავშვები“ მათი მუსიკის დამფასებლებს მალე ახალ სიმღერას და კლიპს შესთავაზებენ. „ყურსასმენები“ მათ პირველად ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში გამართულ კონცერტზე შეასრულეს. ჩანაწერი უკვე მზადაა და რადიომსმენელიც მალე მოისმენს.

ჯგუფი კლიპის გადასაღებად ემზადება.

ახალი სიმღერის ტექსტიც და მელოდიაც ადვილად აგეკვიატებათ. ავტორი გახლავთ „რეზო და ბავშვების“ ვოკალისტი, რეზო ბლიაძე, ხოლო არანჟირებაზე მან და ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ლელო ხოტივარმა იმუშავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები