LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეზო და ბავშვების“ ახალი კლიპი ღიპიან კაცებზე და მათ საყვარლებსა და ცოლებზე!..

46

ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ ახალ, რიგით მეორე კლიპს იღებს. როგორც მათმა სოლისტმა, რეზო ბლიაძემ გვითხრა, აპირებენ, ვიდეორგოლები ერთმანეთს იდეურად დაუკავშირონ და რაღაც სერიალის მსგავსი გადაიღონ. შესაბამისად, მეორე კლიპი პირველის გაგრძელება იქნება…

რეზო ბლიაძე:

გვინდა, სერიალის ტიპის ვიდეორგოლები გადავიღოთ, რომლებიც იდეურად ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული. პირველი იყო „მეგობარო“, მეორე კლიპში კი მეგობრები მატარებელში ადიან და სადღაც მიდიან, არ ვიცი, სად.

რაც შეეხება სიმღერას, ამას წინათ, ჩვენმა მეგობარმა იხუმრა, თამუნა, შენა ხარ ჩემი მაიკო და მაიკო, შენა ხარ ჩემი თამუნაო. ფანოღზე ღადაობაა, თუმცა ჯგუფის ხასიათი შენარჩუნებულია, ნახევრად ხუმრობა, ნახევრად სატირა…

კლიპში ორი ხაზი ვითარდება – ერთგან „ტუსოვკაა“ და გართობა მიდის. მეორე ხაზია, რომ ბიჭი ამ მატარებელში გაიცნობს ორ გოგონას, მაიკოსა და თამუნას, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მას ორივე გოგო უყვარდება და არის გაურკვევლობაში. რეალურად იმაზეა, ტიპებს ცოლები რომ ჰყავთ და „ნაშები“ უყვარდებათ… (იღიმის).

ანუ იმას ამბობთ, რომ ყველა გოგონა ერთმანეთს ჰგავს?

ამას არ ვამბობთ. უბრალოდ, იმ მამაკაცებისთვის არაფრით განსხვავდებიან ეს გოგონები. ეს უფრო სოციალური თემაა, რაზეც ჩვენ ვმღერით ხოლმე. არის ღიპიან კაცებზე, რომლებსაც ჰყავთ ცოლებიც და საყვარლებიც.

კლიპის რეჟისორია…

პაატა მეიშვილი. ჩვენი მეგობარია. ჩვენ ხომ მეგობართა გაერთიანება ვართ, რომლებიც თან ვერთობით და თან რაღაცებს ვაკეთებთ (იღიმის).

რეზო, ალბომი არ გაქვთ?

არა და სავარაუდოდ, შემდეგი წლისთვის, როცა 10-12 სიმღერა და ვიდეო გვექნება, ვაპირებთ ალბომის გაკეთებასაც.

25 მარტს კონცერტი გაქვთ…

„Yolo Lounge“-ში გვაქვს კონცერტი. ორჯერ გვქონდა უკვე. პირველ ჯერზე ძალიან ბევრი ხალხი იყო, მერე ახალი წლის ღამეს გვქონდა, იქ მხოლოდ წინასწარ შეკვეთილი ვისაც ჰქონდა, ის მოვიდა, ახლა კი ისევ ვაპირებთ და ბევრ ხალხს ველოდებით…

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები