LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანა და ჰასან ჯამილი დანიშნენ?

113

როგორც ჩანს, რიანასა და არაბი მილიარდერის, ჰასან ჯამილის რომანი ახალ ეტაპზე გადადის. ასეთი დასკვნა არა თავად ვარსკვლავებმა, არამედ დასავლელმა ჟურნალისტებმა გააკეთეს, როდესაც რიანა პაპარაცულ ფოტოებზე მარცხენა ხელზე საუცხოო ბეჭდით გამოჩნდა.

პაპარაცებმა ის გუშინ ნიუ-იორკში გადაიღეს. მომღერალს არც უცდია სამკაულის დამალვა, თუმცა ყველანაირი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ წყვილის რომანის შესახებ ხმები მიმდინარე წლის ზაფხულში გაისმა: მთელი მსოფლიო მოიარა იბიცაზე გადაღებულმა ვნებიანმა ფოტოებმა, რომლებზეც წყვილი აუზში ერთმანეთს კოცნიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები