31 წლის რიანა მორიგ ფოტოსესიაში გამოჩნდა. ამჯერად მომღერალმა ცნობილი გამოცემის „ჰარპერ ბაზარის“ ფერად ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოებზე რიანა სხვადასხვა იმიჯით ჩნდება და საკუთარი კოსმეტიკური ბრენდის Fenty Beauty-ის მაკიაჟს წარმოადგენს.
რაც ეხება სამოსს, ის „მარჯიელასა“ და „ჟივენშის“ ულამაზეს კაბებშია გამოწყობილი. მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავი „ჟივენშის“ ყველა ფერში გადაწვეტილი ჰაეროვანი კაბაა, რომელიც ფოტოებზე განსაკუთრებულად ეფექტურია.