66 წლის მსახიობის, რიჩარდ გირისა და 23 წლის ესპანელი ლამაზმანის, ალექსანდრა სილვას რომანი უკვე სამ წელზე მეტხანს გრძელდება. ამ დრომდე წყვილი ოფიციალურად არსად გამოჩენილა. ზაფხულში პაპარაცებმა მოახერხეს მათი გადაღება სიცილიაში. ამჯერად კი გირი და სილვა პირველად გამოჩნდნენ ერთად წითელ ხალიჩაზე, სადაც ოფიციალურად გახდა ცნობილი მათი რომანის შესახებ.
სილვა პარტნიორობას უწევდა გირს ახალი ფილმის პრემიერაზე. ფოტოებზე წყვილი არ მალავდა საკუთარ გრძნობებს. პრესა ვარაუდობს, რომ რიჩარდ გირი ურთიერთობის აფიშირებას განქორწინების გამო ერიდებოდა. გირისა და მისი ყოფილი მეუღლის, კერი ლოუელის განქორწინების პროცესი დროში გაიწელა.