LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიდლი სკოტის „მარსელმა“ პრემიერის პირველ უიკენდზე 55-მილიონიანი მოგება მოიტანა

96

რიდლი სკოტის ახალ ფილმს, რომელსაც შესაშური სარეკლამო კამპანიის გამო, უამრავი ადამიანი ელოდებოდა, საქართველოშიც ნახავენ, ქართულ კინოთეატრებში დღეს „მარსელს“ პირველად აჩვენებენ.

გარდა ცნობილი რეჟისორისა და მსახიობ მეთ დეიმონისა, რომელიც მთავარ როლს ასახიერებს, შთამბეჭდავია ის შემოსავალი, რაც „მარსელმა“ პრემიერის პირველივე უიკენდზე მოაგროვა და ეს 55 მილიონი დოლარი გახლავთ. სხვათა შორის, ავტორიტეტული გამოცემები წინასწარ წერდნენ იმის შესახებ, რომ შემოსავალი დაახლოებით 47-48 მილიონი იქნებოდა, თუმცა რამდენიმე მილიონით „შეცდნენ“. ამრიგად, „მარსელი“ თითქმის მიუახლოვდა იმ სარეკორდო მაჩვენებელს, რომელსაც 2013 წელს „გრავიტაციამ“ მიაღწია.

„მარსელი“ მოგვითხრობს ასტრონავტზე, რომელსაც მისი ჯგუფის წევრები შემთხვევით დატოვებენ მარსზე იმ მიზეზით, რომ ის გარდაცვლილი ჰგონიათ.

ფილმმა კრიტიკოსების დადებითი გამოხმაურებები დაიმსახურა. „გარდიანი“ წერს, რომ „მარსელი“ არის პირველი რეალისტური ფილმი მარსის შესახებ. ეს არ არის ფილმი-ფანტასტიკა, „არც მონსტრები, არც მაგია, არც ფაშისტები, თუმცა აქ ნახავთ ტექნიკური ხასიათის ბევრ შეცდომას“ – დასძენს სტატიის ავტორი.

„ნიუ-იორკ პოსტი“ კი მიიჩნევს, რომ ამ დრომდე ეს სკოტისა და დეიმონის საუკეთესო ნამუშევარია.
სწორედ ამ ნამუშევრის ხილვის შესაძლებლობა გექნებათ ქართულ კინოთეატრებში დღეიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g