LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეორე „ოსკარი“ გზაშია – ხოაკინ ფენიქსი რიდლი სკოტის ფილმში ნაპოლეონის როლს შეასრულებს

168
121491840-3637705706281021-1838109686439431937-n

გასული და მიმდინარე წელი ამერიკელი მსახიობისთვის, ხოაკინ ფენიქსისთვის საოცრად წარმატებული გამოდგა. მან ფილმში ჯოკერი შესრულებული მთავარი როლისთვის „ოსკარი“ დაიმსახურა, სულ ცოტა ხნის წინ კი მასსა და მის მეუღლეს, რუნი მარას პირველი შვილი შეეძინათ.

სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ 55 წლის მსახიობი რიდლი სკოტის ბიოგრაფიულ დრამაში, Kitbag ნაპოლეონის როლს შეასრულებს. როგორც ირკვევა, ფილმის მიზანი ნაპოლეონის ეპიკური ბრძოლების აღბეჭდვა და ასევე მისი სტრატეგიულობისა და ამბიციურობის წარმოჩენაა. ინფორმაციამ საზოგადოებაში დიდი არღფრთოვანება დაიმსახურა.

„მეორე ოსკარი გზაშია“, – წერენ ფენიქსის თაყვანისმცემლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები