LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიგგარეშე არჩევნები შესაძლებელია, თუ დამტკიცდება, რომ არჩევნებში ხალხის ნება არ აისახა: შალვა პაპუაშვილი

51
შალვა პაპუაშვილი

ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა პლებისციტის საკითხზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც მიმართულია რიგგარეშე არჩევნებისკენ, შესაძლებელია, თუ დამტკიცდება, რომ არჩევნებში ხალხის ნება არ აისახა. მისივე თქმით, ამ საკითხზე “ქართული ოცნების” პასუხი ნათელია.

პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციისა და მთავრობის მოლაპარაკების მორიგ რაუნდსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მთავარია რამდენად მზად იქნებიან მხარეები, რომ შეთანხმება შედგეს. დეპუტატის აზრით, შეთანხმება რომ შედგეს, საჭიროა ყველა მხარე დაფიქრდეს, რისთვის არის მზად.

„ცოტა ხნის წინ, როდესაც პრეზიდენტი მიშელი იყო ჩამოსული და მასთან ერთად იყო განხილული ოპოზიციის წარდგენილი გარკვეული პუნქტები, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ პუნქტების უმეტესობაზე უკვე მუშაობს”, – აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, თუ რა პუნქტებზე იმუშავა მმართველმა ძალამ.

მისი თქმით, პირველი პუნქტი არის საარჩევნო რეფორმა და ის უკვე ინიცირებულია. ასევე ერთ-ერთი არის საგამოძიებო კომისია, რომელზე მუშაობაც პაპუაშვილის განცხადებით, ასევე მიმდინარეობს.

“როცა საუბარია შესაძლო არჩევნებზე, საუბარია სწორედ საგამოძიებო კომისიის ფორმატში და ჩვენც ამას ვამბობთ – საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ან თუნდაც ამ ფარგლებს მიღმა, თუკი ერთპროცენტიანი ცვლილებაც კი რამენაირად დამტკიცდება, ამ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ. ახლა საქმე მათ მხარეს არის, მათ უნდა გამოაჩინონ, რომ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ  კონსტრუქციული დიალოგისთვის საქმითაც არიან მზად”.- დასძინა პაპუაშვილმა.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ ღარიბაშვილი ბრიუსელში რიგგარეშე არჩევნების თარიღით თუ არ ჩავა, ვინმე უსაყვედურებს, ძალიან ცდება: ლადო ბოჟაძე

"თუ რიგგარეშე არჩევნები ორივე მხარისთვის წითელი ხაზია, მაშინ ეს თემა საერთოდ უნდა დავივიწყოთ".

დეპუტატმა ასევე თქვა, რომ პუნქტებში არ არის ნახსენები პოლიტპატიმრები და არც მათი გვარები. პაპუაშვილის განცხადებით, ეს პუნქტები წარმოადგენს პრეტენზიებს, რომლებიც “ქართული ოცნების” ოპონენტებს ისედაც ჰქონდათ და ეს ყურადღებამისაქცევია.

პაპუაშვილის თქმით, ყველა პრეტენზიასთან დაკავშირებით ხელისუფლებას აქვს ღია, ცხადი, ნათელი პასუხები და ეს ეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხსაც.

“ყველაფერი ჩვენს თვალწინ, დემონსტრაციად მიდიოდა, ადამიანი დემონსტრაციულად არღვევდა კანონს; ამბობდა, ვიცი, რომ ვარღვევ კანონს, ვიწვევ მართლმსაჯულებას და თქვენ მე ვერ დამიჭერთო. ამის პასუხი ის იყო, რომ მართლმსაჯულებას ვინც გამოიწვევს, მართლმსაჯულება მას პასუხს გასცემს”. – აღნიშნა მან.

რიგგარეშე არჩევნებზე საუბრისას კი პაპუაშვილმა თქვა, რომ “ზრდასრულმა ადამიანებმა, რომლებსაც პრეტენზია აქვთ პოლიტიკასა და ქვეყნის მართვაზე, აკვიატებებს თავი უნდა დაანებონ და ისაუბრონ ფაქტებით, მტკიცებულებებით და საკუთარ სამშობლოზე ფიქრით”.

“მოლაპარაკების კონკრეტული თარიღი დანიშნული არ არის, სხვა მხრივ, მიდის მუშაობა იმაზე, რომ ყველა მხარე განეწყოს არა რაუნდისთვის, არამედ შეთანხმებისთვის. მე დავასახელე, ჩვენ რას ვაკეთებთ და იქნებ ჩვენმა ოპონენტებმაც დაასახელონ, თავად რას აკეთებენ“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

პოპულარულები