LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკარდ იოზვიაკი: „თუ საქართველო მოქმედებათა ამჟამინდელ კურსს არ მიატოვებს, ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ რეკომენდაციის გაცემას ვერ განიხილავს“

138
რიკარდ იოზვიაკი

თუ საქართველო მოქმედებათა ამჟამინდელ კურსს არ მიატოვებს და საკვანძო რეფორმების განსახორციელებლად რეალურ ძალისხმევას არ აჩვენებს, ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ რეკომენდაციის გაცემას ვერ განიხილავს, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.

„საკვანძო ხაზი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში: თუ საქართველო მოქმედებათა ამჟამინდელ კურსს არ მიატოვებს, რომელიც ევროკავშირისკენ მის გზას საფრთხეს უქმნის და არ აჩვენებს რეალურ ძალისხმევას შეუსრულებელი გამოწვევების შესასრულებლად და საკვანძო რეფორმების განსახორციელებლად, ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ რეკომენდაციის გაცემას ვერ განიხილავს“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.

შეგახსენებთ, დღეს ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსპიკერი, სტეფან დე კეერსმაიკერი ავრცელებს.

ევროკომისიის პრესსპიკერის ცნობით, გაფართოების ანგარიში გაფართოების პროცესში ჩართული 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს შესახებ შეფასებებს მოიცავს.

ანგარიშს ოფიციალურად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი წარადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g