რიკი მარტინმა უამრავი თაყვანისმცემელი გოგონა დატოვა იმედგაცრუებული 2010 წელს, როდესაც განაცხადა, რომ გეია. თუმცა, ცოტა ხნის წინ, მომღერალმა განაცხადა, რომ ქალთან ურთიერთობაზეც არ იტყოდა უარს.
ორშაბათს პაპარაცებმა რიკი სიმპატიურ მამაკაცთან ერთად დააფიქსირეს, მომღერლის მეგობარი 43 წლის ჯუენ იოსეფი იყო. მათი რომანის შესახებ ხმები 1 თვის წინ გავრცელდა, თუმცა წყვილი საკუთარი ურთიერთობის შესახებ განცხადებას ამ დრომდე არ აკეთებს.
დროის უმეტეს ნაწილს იოსეფი ლონდონში ატარებს, მანამდე კი მარტინთან ერთად გადაღებული ფოტოები „ინსტაგრამზე“ განათავსა.
რიკი მარტინი ქმარს 2014 წელს დაშორდა, 2008 წელს კი რიკი სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ორი შვილის მამა გახდა.