LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რიკო კრედიტის” ვარკეთილის ფილიალში თავდამსხმელი ხელყუმბარითა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა

186
police-890x395-c

პოლიციამ „რიკო კრედიტის“ ვარკეთილის ფილიალში ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, „რიკო კრედიტის“ ფილიალში თავდამსხმელი ხელყუმბარითა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე, კომპანია „რიკო კრედიტის“ შენობაში, დღეს, გამთენიისას შეიჭრა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით მოლარე ოპერატორს თანხა მოსთხოვა. სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა», – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინიტროში.

გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g