LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთი უსაფრთხოა, ყველაფერი, რაც მანამდე ჟღერდებოდა, ტყუილია ან მანიპულაცია – თურმე „დავიქეცით“ – ირაკლი ქარსელაძე

135
ფორტუნა (2)

მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ რიკოთი, აღმოსავლეთ-დასავლეთი უსაფრთხოა. ყველაფერი ის, რაც მანამდე ჟღერდებოდა, ტყუილია, ან მანიპულაცია , – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგი ოპოზიციონერის ბრალდება რიკოთთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და უარგუმენტო იყო.

„მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ რიკოთი, აღმოსავლეთ-დასავლეთი უსაფრთხოა. ყველაფერი ის, რაც მანამდე ჟღერდებოდა, ტყუილია, ან მანიპულაცია. ეს ზრუნვის ელემენტი არ იყო. კარგი ფაქტია ის, რომ ზოგი კითხვის ავტორმა ბოლოს თქვა, რომ კითხვა აღარ ჰქონდა. ეს მისასალმებელია. იმ შესაძლო წუხილზე, რომელიც ზოგს ჰქონდა, დღეს დარწმუნდა, რომ სხვანაირია რეალობა. არა ისე, როგორც ზოგი დაუსაბუთებლად და უარგუმენტოდ საუბრობდა“, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც მინისტრმა განმარტა, პროექტის გაჭიანურება სახელმწიფოს მიზანი არ არის.

მისივე თქმით, ოპოზიცია საუბრობდა, რომ „თურმე დავიქეცით, რაც ამ დროს ასე არ არის“.

ირაკლი ქარსელაძე – რიკოთის გზის მშენებლობის ვადები საერთაშორისო ხელშეკრულების ვადებთან აბსოლუტურ შესაბამისობაშია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g