LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთის გზა სულ სხვა ქვეყანას შექმნის: რას პირდება პრემიერი ხარაგაულს

150
104924141-3427602810606150-5343427481352113109-o

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია იმერეთშია და ადგილობრივებთან საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატსა და ხარაგაულის მერობის კანდიდატის წარდგენისას სიტყვითაც გამოვიდა. პრემიერმა რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობას ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უწოდა, რადგან ამ მშენებლობით სულ სხვა ქვეყანას მივიღებთ.

როგორც გიორგი გახარია აცხადებს, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა და პანდემიისა, სამშენებლო სამუშაოები არც ერთი დღით არ შეჩერებულა.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხარისხობრივად სულ სხვა ქვეყანას მივიღებთ. ეს იქნება მობილობის უმაღლესი დონე, რომელიც პირდაპირი მოქმედებს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე. რაც დღეს აქ ხდება და რასაც ყოველდღე ვუყურებთ, მართლაც შთამბეჭდავია. რეგიონში არსად, მსგავსი სირთულის საინჟინრო ნაგებობები არასდროს აშენებულა“, – აღნიშნავს პრემიერი.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხარაგაულისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა პირველ რიგში სწორედ გზებია. ხარაგაულისთვის კი ამ გზის მშენებლობა უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა.
ის მცირე ბიზნესები კი, რომელიც ამ გზის ირგვლივ ყოველთვის იყო, უფრო უკეთესი ფორმით გაკეთდება და ადგილობრივები კვლავ გააგრძელებენ საქმიანობას.

 

მიუხედავად პამდემიისა და ტურისტების შემცირებისა, პრემიერი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკთან დაკავშირებით პოზიტიურად და იმედიანად არის განწყობილი. გარდა ამისა, ის სასოფლო სამეურნეო საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ  სახელმწიფო თითოეულ აქ მცხოვრებ ოჯახს სხვადასხვა პროგრამებით დაეხმარება.

„ესეც გადაივლის, აქაც ერთად გავიმარჯვებთ ყველა. ტურისტული პოტენციალი არის უდიდესი და რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობაც. სოფლის მეურნეობა აქ ყოველთვის იყო განვითარებული და ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიუხედავად საკმაოდ რთული რელიეფისა, თითოეულ ოჯახს, რომელიც აქ ცხოვრობს, მთავრობა მიეხმარება სხვადასხვა პროგრამებით, იმისთვის, რომ ადამიანები დამაგრდნენ მიწაზე; ახალგაზრდებს ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობა, რა შესაძლებლობებიც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში გვაქვს”.

პრემიერ მინისტრმა ადგილობრივებისთვის სხვა პროგრამებზეც ისაუბრა, როგორიცაა შიდა გზების და წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g