LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მე-14 ახალი გვირაბი გაიჭრა

241
254544773-6305471669526881-2544128597957913729-n

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ამ დროისათვის უკვე გაჭრილია 14 გვირაბი, პარალელურად კი სამუშაოები გრძელდება 80 ხიდსა და 47 გვირაბზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური 4 ზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ურთულეს გეოლოგიურ და გეოგრაფიულ მარშრუტზე, რთული საინჟინრო კონსტრუქციებით ხორციელდება. ამ დროისთვის, რიკოთზე გადაადგილების სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, სიჩქარე გაორმაგდება. რიკოთის მონაკვეთი, ჩქაროსნული გზის მშნებლობაში გარდამტეხი პროექტი იქნება, ვინაიდან ამ პროექტის შედეგად, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება ეტაპობრივად, 2023 წლისთვის არის დაგეგმილი“, – ნათქვამია საავტომობილო გზების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g