LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის დეტალური პროექტის მომზადება იწყება

118

ჩუმათელეთი–ხევის დეტალური პროექტის მომზადება იწყება. როგორც “ფორტუნას” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარტსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს,  დეპარტამენტმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში, ჩუმათელეთი–ხევის დეტალური პროექტის მომზადება დაიწყო.

ამ ეტაპზე, E60 ჩქაროსნული მაგისტრალის, ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთის მშენებლობის დეტალური პროექტის მოსამზდებლად  წარმოდგენილი ფინანსური წინადადებები გაიხსნა. აღნიშნული 12-კილომეტრიანი მონაკვეთი ჩუმათელეთი-არგვეთას (რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი) გზის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი საგზაო მონაკვეთია.

ფინანსური წინადადებები გაიხსნა ასევე, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის (რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ პორტალი) მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის. აღნიშნული 14-კილომეტრიანი  მონაკვეთი, რომელიც  რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის, აგარა-ზემო ოსიაურის გზის გაგრძელებას წარმოადგენს. ახალი გზა ჩრდილოეთიდან გვერდს აუვლის ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და რიკოთის გვირაბთან გამოვა.

აღნიშნული საგზაო მონაკვეთები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკიაშვილის ინიციატივის, 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

 

magti 5g