LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ძალიან ბევრ ქუჩაზე გზები კეთდება

105
IMG-9240

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზუგდიდში, ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები 55 ქუჩაზე მიმდინარეობს.

უახლოეს პერიოდში რეაბილიტაცია დამატებით 17 ქუჩაზე დაიწყება და ჯამში 72 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. სარეაბილიტაციო ქუჩების საერთი სიგრძე 55 კმ-ია და მათ ერაბილიტაციას 50 მლნ ლარი მოხმარდება.

ზუგდიდში უკვე დასრულდა ბერიას და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების რეაბილიტაცია, ასევე დასრულდა ტყაია-რიყის გავლით სოფელ პალურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

ქუჩებზე გადაადგილება სირთულეებს ქმნის როგორც უნალექო ამინდში დამტვერიანების გამო, ისე წვიმის დროს, როდესაც გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება. პრობლემის მოსაგვარებლად სრულად მოწესრიგდება საინიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები