LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რიკოთში ჩართული 10 კომპანიიდან არც ერთი არ იმყოფება შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტების შავ სიაში“ – ირაკლი ქარსელაძე

164
Untitled design

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ 10 აგვისტოს მდგომარეობით, რიკოთის პროექტში ჩართული 10 კომპანიიდან, არც ერთი არ იმყოფება საფინანსო ინსტიტუტების შავ სიაში.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ყველა ბრალდება, რაც სანქცირებას უკავშირდება, არის მტკნარი სიცრუე და ტყუილი.

რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ბევრი სიცრუე, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებები მოვისმინეთ – დღეს გიპასუხებთ ყველა დასმულ კითხვაზე – ირაკლი ქარსელაძე

„ცდილობენ, შიში დაუმკვიდრონ საზოგადოებას, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაიმე ხდება” – გიორგი წერეთელი

„შეუძლებელია, პროცედურების დაცვით, როგორც წარიმართა რიკოთი და ნებისმიერი სხვა ჩვენი მასშტაბური პროექტი, რომ ამ პირობებში სანქცირებულ შავ სიაში მყოფ კომპანიას გაემარჯვა და მასთან გაფორმებულიყო ხელშეკრულება, ასეთი რამ არ არსებობს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ესენი არიან სანქცირებული კომპანიები და უადგილო განცხადებები, რომ საქართველოს მთავრობამ რიკოთის პროექტი მისცა, ჩააბარა, არავისთვის არაფერი არ მიგვიცია, არ ჩაგვიბარებია და მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროცედურის მკაცრი დაცვით მოხდა გამარჯვებული კომპანიების შერჩევა. შეგახსენებთ, რომ რიკოთის ოთხ მონაკვეთზე ოთხი სხვადასხვა კომპანიაა.

„გიზიარებთ თვითმხილველების მოწოდებულ ინფორმაციას – რიკოთზე, სამანქანო გზის სამ სხვადასხვა მონაკვეთზე ჩამოწვა მეწყერი და გადაადგილება მთლიანად პარალიზებულია“ – თაზო დათუნაშვილი 

10 აგვისტოს მდგომარეობით, რიკოთში ჩართული 10 კომპანიიდან არც ერთი არ იმყოფება შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტების შავ სიაში. ყველა ბრალდება, რაც სანქცირებას უკავშირდება, არის მტკნარი სიცრუე, ტყუილი და ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.

ბევრჯერ გაიჟღერა ცილისწამებამ, რაც უკავშირდება კორუფციას, კორუფციულ გარიგებებს, ეს არის აბსოლუტური ცილისწამება. ხუთი 5 წელია, რაც სამინისტროს სისტემაში ვსაქმიანობ და არც ერთი ფაქტი კორუფციის დამადასტურებელი არ ყოფილა წარმოდგენილი და ვერც იქნებოდა, ბუნებაში ასეთი არ არსებობს, მაგრამ კორუფციაში დამადასტურებელი ფაქტის გარეშე, რომ ადანაშაულებენ, იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართული არიან პროექტის განხორციელებაში,არის დიდი შეურაცხყოფა და ცილისწამება, ასეთი რამ არის დაუშვებელი“, – განაცხადა ქარსელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g