LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ბევრი სიცრუე, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებები მოვისმინეთ – დღეს გიპასუხებთ ყველა დასმულ კითხვაზე – ირაკლი ქარსელაძე

224
ფორტუნა - 2023-08-11T161715.091

რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით გუშინ, ძალიან ბევრი სიცრუე, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამება მოვისმინეთ. ასეთი ტიპის კამპანია მანამდეც იყო, მაგრამ შოვის სტიქიასთან პარალელების გავლება აბსოლუტურად მიუღებელია, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ შოვში განაცხადა, რითაც რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ცდილობენ, შიში დაუმკვიდრონ საზოგადოებას, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაიმე ხდება” – გიორგი წერეთელი

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს, 18:00 საათზე, ონში, რაჭის სტიქიასთან დაკავშირებით შექმნილ შტაბში, მედიასთან შეხვედრას გამართავს, სადაც რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.

„ყველაზე მიუღებელია ის, რომ ხდება ჩვენი მოსახლეობის დაშინება. ისეთი სიცრუის დაბრალება, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს დღეს სტიქიის გამო შექმნილ ვითარებას. ყველა ერთად განვიცდით ამ მდგომარეობას. ამ ფონზე ასეთი ქმედება არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი. დღეს, 18:00 საათზე, შევიკრიბოთ შტაბში, სადაც ვისაუბრებთ რიკოთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე და, რა თქმა უნდა, მოგაწვდით ინფორმაციას იმაზე, თუ რა არის სინამდვილე, რა არის რეალობა, სად არის სიცრუე, სად არის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდება, სად არის ცილისწამება და ყველა სხვა დეტალზე“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ, რომლის კომენტარსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„გიზიარებთ თვითმხილველების მოწოდებულ ინფორმაციას – რიკოთზე, სამანქანო გზის სამ სხვადასხვა მონაკვეთზე ჩამოწვა მეწყერი და გადაადგილება მთლიანად პარალიზებულია“ – თაზო დათუნაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g