რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს
