LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რიკოთზე გაჩერება 300 ლარი მიჯდება.. ჩვენთან ეს ყველაფერი უტოპიაა..“ – ქართველი ბლოგერის ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

183
ფორტუნა - 2023-07-18T125526.868

ზაფხულის სეზონის დადგომასთან, დამსვენებლები აქტიურად არჩევენ სასურველ მიმართულებებს, ფასები კი ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. ბლოგერი გიორგი ქართველი, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს, საზოგადოებას უზიარებს რა უჯდება „La rioja“-ს პროვინციის ერთ-ერთ სოფელში ერთი დღის გატარება.

ბლოგერი სასტუმროს მეუღლესთან ერთად ეწვია და როგორც მის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, ორ ადამიანს ერთი დღის  დასვენება 11 ევრო დაუჯდა. ამასთან, როგორც ბლოგერი აღნიშნავს, ქვეყნის ცენტრალურ ქალაქებში არსებულ სასტუმროებში ერთი დღით დასვენება გაცილებით ძვირი ჯდება.

ვიდეოს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლებს შედარებისთვის საქართველოში არსებული ფასები მოჰყვათ.

„რიკოთზე გაჩერება 300 ლარი მიჯდება, ვატრიალებ და მოვდივარ უკან რუსთავში“

„11 ევრო ლარებში რომ გადმოახურდაოთ, აი, ზუსტად ეგ ღირს მსგავს აუზზე აქ ცივი ყავა“

„11 ლარად აქ ნეკა თითს არ ჩაგაყოფინებენ აუზში, რა მდიდარი ხალხი ვართ ეს ქართველები, ვგიჟდები“

„საბერძნეთში 100 ევრო გინდა რომ 2 ადამიანი შეხვიდე და მარტო წვენი მიირთვა. რა თქმა უნდა, მოწესრიგებულ აუზზე“„ჯიგრები ხართ, კარგ დასვენებას გისურვებთ. ჩვენთან ეს ყველაფერი ხომ უტოპიაა. მაგ ფასად საკუთარ ოფლშიც არ გაბანავებენ“‚ – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g