სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიერ გავრცელებული ვიდეო კადრები ვრცელდება, რომელშიც ჩანს, რომ რიკოთის უღელტეხილზე ლაფი ჩამოვიდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ მონაკვეთზე ლაფი პერიოდულად ჩამოდის, თუმცა ამ დროისთვის ტერიტორია გაწმენდილია.
შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე მოხდა.