LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიმა ბერაძე მიიჩნევს, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანის გამოსაკვებად 1.18 ლარი საკმარისია

311

სოციალურად დაუცველთათვის უფასო სასადილოებში მენიუ თითო კაცზე 1 ლარი და 18 თეთრი ჯდება, რაც სასადილოში მომუშავე პერსონალის თქმით საკმარისი არ არის, ინფორმაციას “რუსთავი 2“ ავრცელებს.

2016 წლის თბილისის ბიუჯეტში ცვლილებები არ განხორციელდება და დაფინანსება უფასო სასადილოებზე კლავ 14 მილიონ 500 ათასი ლარი დარჩება.

საკრებულოს უმრავლესობა გამოყოფილ თანხას საკმარისად მიიჩნევს.

„1.18 ლარში თავიდან ბოლომდე არის გათვლილი კალორიულობა, ის, რაც საჭიროა. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ჩვენ შენიშვნები არ გაგვაჩნია,“ – ამბობს ბერაძე.

თბილისში სოციალურად დაუცველთათვის 60 უფასო სასადილო მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g